აფირმაცია, რომელიც თქვენს ცხოვრებას დიამეტრალურად შეცვლის
* დღეს აუცილებლად ვივლი მაღლა აწეული თავით და ხერხემალში გასწორებული, ბედნიერებით აღსავსე გულით.
* მე ვიქნები მადლიერი ღმერთის ყველა იმ თითქოს უმნიშვნელო და უბრალო რაღაცისთვის, რომელსაც ადგილი აქვს ჩემს ცხოვრებაში. დილის მზისთვის, ღრუბლისთვის, წვიმისთვის, სუსხისთვის, ქარისთვის, სითბოსთვის, სიცივისთვის, ლამაზი ყვავილებისთვის, ჩიტების ჟღურტულისთვის, მდინარის ჩუხჩუხისთვის, ზღვის ტალღებისთვის, ხალხის ჟრიამულისთვის, სუფთა ჰაერისთვის…
* მე ვიქნები მადლიერი იმისთვის, რომ მესმის, იმისთვის რომ ვხედავ, იმისთვის რომ შევიგრძნობ ყველაფერ ამას.
* დღეს მე ვიქნები ყველაზე ყურადღებიანი ადამიანი მთელს პლანეტაზე.
* დღეს მე გავუზიარებ ჩემს სიხარულს სხვებს.
* დღეს მე აუცილებლად გავუღიმებ ადამიანებს.
* დღეს მე გავაკეთებ სიკეთეს და გავახარებ სხვას.
* დღეს მე ვაჩუქებ ყველაზე გულწრფელ კომპლიმენტს მას, ვისაც შევატყობ მოწყენილობას.
* მე ვეტყვი ბავშვს რომ ის არაჩვეულებრივი ადამიანია და მისი ყოფნით ლამაზდება ჩემი ცხოვრება.
* ერთადერთს განუმეორებელს და იმას ვინც ასე ძალიან მიყვარს თვალებში ჩავხედავ და ვუჩურჩულებ, არა კი არ ვუჩურჩულებ სიამაყით განვუცხადებ – რომ
მე ის ამ ქვეყანად ყველზე მეტად მიყვარს და უძვირფასესი ადამიანია ჩემთვის…
* დღეს მე ვდებ პირობას რომ შევწყვიტავ ფორიაქს იმაზე, რაც არ მაქვს და ვიქნები სამყაროს მადლიერი იმ ჯადოსნური რამეებისთვის, რომელიც თავს მახვევია ბარაქიანად.
* მე დავივიწყებ შიშებს გარემოებების მიმართ და სრულად მივენდობი უფლის ნებას.
* მე აღარ ვინერვიულებ წვრილმანებზე, რადგან ვიცი და ძალიან კარგად მახსოვს, რომ ნერვიულობა შიში და ფორიაქი – ჩემი ძვირფასი დროის ფუჭად ფლანგვაა.
* ჩემი რწმენა საკუთარ ძალებში და შესაძლებლობებში მოიზიდავს საჭირო გარემოებებს და ჩემი ხელშეწყობით კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდები დასახულ ცხოვრებისეულ მიზანს.
* და დღეს საღამოს სანამ წავალ დასაძინებლად მე აუცილებლად გავალ ქუჩაში ავიხედავ მაღლა – უძირო ცაში რომელიც დახუნძლულია მილიარდი ვარსკვლავით ან თუნდაც არ მოჩანდნენ ისინი მე ხომ ვიცი – ღრუბლებს მაღლა ისინი ჩემთვის ანათებენ და ვიქნები უზომოდ მადლიერი ყველა იმ სასწაულის რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება.
* და უკვე ღამით როცა ჩემს საყვარელ ბალიშზე დავდებ თავს კიდევ ერთხელ გამოვხატავ მადლიერებას ლამაზად და საინტერესოდ ჩავლილი დღის მიმართ.
* დავიძინებ იმ ბედნიერი და ჩვილი ბავშვის ძილით რომელიც გულის ფანცქალით ელოდება ხვალინდელ დღეს.
Комментариев нет:
Отправить комментарий