понедельник, 13 апреля 2020 г.

სამყაროში ენერგიების მოძრაობის 
6 უნივერსალური კანონი


„თუ გსურს სამყაროს უდიდეს საიდუმლოს ჩაწვდეთ, მაშინ ხშირად იფიქრეთ ენერგიაზე,
სიხშირესა და 
ვიბრაციაზე.,,




       სამყაროში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ყველაფერი არის და ყველაფერს აქვს ენერგია. ყოველი სულიერი, მათ შორის ადამიანი არის ენერგიის წყარო, რომელიც ასხივებს ენერგიას და ამავდროულად გარე სამყაროდან იღებს ენერგიას. არსებული ენერგიები, სხვადასხვა სახისაა, სხვადასხვა სიხშირის, თუ მახასიათებელის, მაგრამ პირობითად  და მარტივად ჩვენ შეიძლება დავყოთ ორ ნაწილად: პოზიტიური ენერგია და ნეგატიური ენერგია. პოზიტიური ენერგია ავსებს ადამიანს სასიცოცხლო ძალებით და აძლიერებს მას, ხოლო ნეგატიური ენერგია დამაზიანებელ და მომაკვდინებელ ზემოქმედებას ახდენს და ადამიანს ფიტავს ფიზიკურად, მენტალურად, სულიერად.
   მარტივი შედარებისთვის ჩვენ ადამიანი შეიძლება მივამსგავსოთ პორტარტულ რადიომიმღებს, რომელიც სხვადასხვა სიხშირეზე მუშაობს. რა სიხშირეზეცაა მომართული ადამიანი, სწორედ იმ სიხშირის ენერგიებს იღებს იგი კოსმოსიდან. 



        არსებობს ენერგიის მოძრაობის, გაცვლის 6 უნივერსალური წესი:

1) ფიქრი
    მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ფიქრი არის გარკვეული სიხშირის ენერგია, რომელიც ვიბრირებს კოსმოსში. როდესაც ადამიანს აქვს ნეგატიური, დეპრესიული, ბოროტი, დამანგრეველი ფიქრები, იგი ასეთი სიხშირის სიგნალს აგზავნის კოსმოსში და შესაბამისადაც ბუმერანგივით უბრუნდება უკან იგივე ენერგია უფრო დიდი დოზით. 

"რომ იცოდეთ რამხელა ძალა აქვს თქვენს ფიქრებს, არასოდეს იფიქრებდით ნეგატიურად!"
ზიგმუნდ ფროიდი.

   სასწრაფოდ ამოძირკვეთ ნეგატიური ფიქრები თქვენი გონებიდან. თქვენს ცნობიერებას დაუყენეთ მძლავრი ფილტრი, რომელშიც ვერ გაძვრება ვერცერთი ნეგატიური აზრი.

2) ადამიანები და კავშირები
  თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები, ასევე მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ თქვენს აწმყოს და მომავალს. ნეგატიური, ბოროტი, ჭორიკანა, უსაქმური, შურიანი ადამიანები თავიანთ ბნელ ენერგიებს აგზავნიან თქვენსკენ და თქვენც მათთან ხშირი კავშირით იღებთ ამ ენერგიებს და ემსგავსებით მათ.  სწორედ ამას შეესაბამება ძველი ხალხური გამონათქვამი: "ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის ან ფერსაო". მოიკრიბეთ თქვენს ირგვლივ მხოლოდ პოზიტიური, ენერგიული, მშრომელი, კეთილგანწყობილი, ერთგული, მოსიყვარულე ადამიანები და არასდროს დაკარგოთ ისინი.

3)  მუსიკა
   საყოველთაოდ ცნობილია მუსიკის, როგორც უმძლავრესი ენერგეტიკული წყაროს შესახებ. მეცნიერულად დადგენილია, რომ მუსიკას აქვს როგორც მაცოცხლებელი და განმკურნებელი ძალა, ასევე მომაკვდინებელიც. არასდროს უსმინოთ მუსიკასა და სიმღერებს, რომელიც ღალატზე, სიკვდილზე, უიმედო სიყვარულზე, განშორებაზე, გლოვაზე და ადამიანის დაკარგვაზეა. ფრთხილად იყავით მსგავს მუსიკასთან თუ სიმღერებთან. ისინი მხოლოდ ნეგატიურ ენერგიებს მოიზიდავენ თქვენს ცხოვრებაში. ხშირად უსმინეთ ოპტიმისტურ, სამოტივაციო, მხიარულ, პატრიოტულ, სასიყვარულო, მეგობრული შინაარსის მელოდიებსა და სიმღერებს და დაიმუხტებით დადებითი ენერგიებით.

4) მხედველობა
    რასაც უყურებთ ხშირად იგივე რეალობა იქმნება თქვენს გარშემო. თუ თქვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებში, ტელევიზიებში, სოციალური ქსელებში  ხშირად უყურებთ ღალატს, ბოროტებას, ავადმყოფობას, გაუტანლობას, მკვლელობას, გარყვნილებას, მაშინ იგივე პროცესები იწყება თქვენს ცხოვრებაშიც. თქვენ უკვე ხდებით მსხვერპლი იმისა, რასაც ხშირად ხედავთ და თქვენს წარმოსახვაში სამყარო ხდება მხოლოდ ასეთი, სხვა სამყაროს უკვე თქვენი თვალები ვეღარ ხედავს. ამიტომ სასწრაფოდ შეწყვიტეთ მსაგვსი სერიალების თუ ფილმების ყურება, მსგავსი ინფორმაციის მიღება ადამიანებიდან თუ სოციალური ქსელებიდან. 

5)   სიტყვა
"დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა."
იოანეს სახარება. თავი პირველი.
     მაშასადამე პირველად იყო სიტყვა. სიტყვას უდიდესი ენერგეტიკული ძალა გააჩნია. დაუკვირდით საკუთარ სიტყვებს, რომლებსაც საუბარში იყენებთ. არის თუ არა ისინი ნეგატიური, აგრესიული, ძალადობრივი, ბოროტი, დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი  შინაარსის შემცველი. თუ ასეთი სიტყვებით გაჯერებულია თქვენი ლექსიკა, მაშინ დაბეჯითებით იცოდეთ, რომ სამყაროც მსგავს ენერგიებს გაიმეტებს თქვენთვის და თქვენ ვერასგზით ვერ შეძლებთ მისგან თავის დაღწევას. დაუყოვნებლივ ამოიღეთ მსგავსი სიტყვები სასაუბრო ლექსიკიდან. ყოველდღიურად ეცადეთ თქვენი სიტყვები იყოს კეთილგანწყობილი, მეგობრული, პოზიტიური, მოსიყვარულე, საქმიანი, შინაარსიანი, ოპტიმისტური და თქვენც მალევე იგრძნობთ, რომ კოსმოსური ენერგია იმავეს დაგიბრუნებთ უკან კიდევ უფრო გაზრდილი დოზით.



6)  მადლიერება 

   "ადამიანი ბედნიერია მაშინ, როცა ღმერთს გაცილებით მეტჯერ უხდის მადლობას იმისთვის რაც აქვს, ვიდრე სთხოვს მას."
     ძველი ებრაული გამონათქვამი.
   იყავით მადლიერი, დააფასეთ ის, რაც გაქვთ. ადამიანი, რომელსაც გული მადლიერებით აქვს სავსე ვერ იქნება ბოროტი, შურიანი, მოღალატე, მჩაგვრელი.
     მადლიერება იწყება უბრალო და თან ჯადოსნური სიტყვით – მადლობა. ამიტომაც არ დაიზაროთ და არ იუკადრისოთ უთხრათ მადლობა ყველას და ყველაფერს იმისთვის, რაც გაქვთ. დაიმახსოვრეთ, სხვას, თანაც ბევრ სხვას, ის ენატრება, რაც თქვენ გაქვთ და არ აფასებთ. აქციეთ მადლიერება თქვენს ყოველდღიურ ჩვევად და მალევე იგრძნობთ, რომ თქვენ  სამყარო იმავეს დაგიბრუნებთ სხვა ადამიანებისგან.

     და ბოლოს, დაგემშვიდობებით უდიდესი ინდოელი განმანათლებლის და საზოგადო მოღვაწის მაჰათმა განდის სიტყვებით:

"დაუკვირდით საკუთარ აზრებს, დაე თქვენი აზრები იყოს პოზიტიური, რადგან თქვენი აზრები აყალიბებენ თქვენს სიტყვებს...
დაუკვირდით საკუთარ სიტყვებს, დაე თქვენი სიტყვები იყოს პოზიტიური, რადგან თქვენი სიტყვები აყალიბებენ თქვენს მოქმედებებს...
დაუკვირდით საკუთარ მოქმედებებს, დაე თქვენი მოქმედებები იყოს პოზიტიური, რადგან თქვენი მოქმედებები აყალიბებენ თქვენს ჩვევებს...
დაუკვირდით საკუთარ ჩვევებს, დაე თქვენი ჩვევები იყოს პოზიტიური, რადგან თქვენი ჩვევები აყალიბებენ თქვენს ფასეულობებს...
დაუკვირდით საკუთარ ფასეულობებს, დაე თქვენი ფასეულობები იყოს პოზიტიური, რადგან თქვენი ფასეულობები აყალიბებენ თქვენს ბედს..."




იყავი ბედნიერი ! ! ! 









Комментариев нет:

Отправить комментарий