среда, 15 января 2020 г.



  ბრძენია  ბუნება ...

     ფრინველთა სამყაროში უამრავი გამოუცნობი და დაუჯერებელი რამ ხდება, რასაც ადამიანის გონებაც კი ძნელად წვდება და ახსნაც უჭირს. საოცარი და წარმოუდგენელი ამბავია არწივების ცხოვრება. კერძოდ, არწივების დაწყვილების და გამრავლების ისტორია, რამაც სიღრმისეულად დამაფიქრა და მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული დასკვნების გამოტანის გზა დამანახა.
     რეალობა კი ასეთია:
    - როცა დედალი არწივი მიაღწევს სექსუალური სიმწიფის  ასაკს და გადაწყვეტს, რომ დროა ოჯახი შექმნას, იგი ნისკარტით მოამტვრევს ხეზე არც თუ ისე დიდი ზომის ტოტს და ასე, ტოტიანად იწყებს ცაში მაღალზე ფრენას. ეს შეუმჩნეველი არ რჩებათ მამალ არწივებს და ყველა სიმწიფის ასაკის მამალი არწივი, რომელიც მზადაა დასაწყვილებლად იწყებს აფრენას მაღლა, დედალი არწივისკენ. ის კი უფრო მაღლა და მაღლა მიიწევს, თითქოს მაღლა ფრენას დადასრული არ უჩანს და ამ დროს მოულოდნელად კლანჭებს აუშვებს ხის ტოტს. ის მამალი არწივი, რომელიც მოხერხებს და სხვებს დაასწრებს ჩამოვარდნილი ტოტის დაჭერას და დადალი არწივისთვის ჰაერშივე დაბრუნებას, ის ხდება კადიდატი მეწყვილე. თუმცა გამოცდა ამით არ სრულდება. დედალი არწივი იგივე მოქმედებას გაიმეორებს რამდეჯერმე, რომ საბოლოოდ დარწმუნდეს სწორ კანდიდატურაში.



     რატომ აკეთებს დედალი არწივი ამას? პასუხი, რომელმაც კიდევ უფრო გამაოცა, ვიდრე ქმედებამ, – მოგვიანებით...
    საბოლოოდ ის მამალი კანდიდატი, რომელიც ჩააბარებს ამ გამოცდას უშეცდომოდ, ხდება რჩეული.
   დედალ–მამალი არწივების წყვილი აფრინდება კლდეზე, მიუდგომელ ადგილას და ირჩევენ ადგილს ბუდისთვის. ბუდეს აკეთებენ ხმელი და მაგარი ტოტებით. ის ძალიან მყარი, მაგრამ  უხეშია, ამიტომ ორივენი თავიანთი ნისკარტებით საკუთარი სხეულიდან იძრობენ ბუმბულებს (თუ გავითვალისწინებთ, როგორი მსხილი ღერო აქვს მათ ბუმბულს, ალბათ მტკივნეულია) და იქამდე მოაფენენ, სანამ ბუდე რბილი, თბილი და მოხერხებული არ გახდება. 



     აი ასე მომზადებულ ბუდეში დებს კვერცხებს დედალი არწივი და სანამ იგი კვერცხებზე ზის, გამოსაჩეკად, მამალი ახლომახლო ლამაზი ფრენით ართობს მას.



     ბახალები ტიტვლები და ძალიან უსუსურები იბადებიან, მათ ორივე მშობელი იცავს და იფარავს მზისგან, ქარისგან და წვიმისგან. ორთავეს მოაქვს მათთვის საჭმელი. როცა ბარტყები ბუმბულით შეიმოსებიან და მათ მშობლები ფრენისთვის მომზადებულად ჩათვლიან, რადიკალურად იცვლიან მათდამი დამოკიდებულებას. მამალი არწივი იწყებს ბუდის ნჯღრევას იქამდე, სანამ ყველა ბუმბული არ ჩამოცვივდება, ხოლო ბუდე ხმელი და მოუხერხებელი  რჩება.  დედალი არწივი ბუდესთან ახლოს დაჯდება და იწყებს მოპოვებული საკვების შვილების დასანახად ჭამას. ბარტყები, რომლებიც აქამდე მშობლებისგან ზრუნვას იყვნენ მიჩვეულნი, გაოგნებულები არიან, მაგრამ არ იციან როგორ მოიქცნენ. ბოლოს და ბოლოს შიმშილი აიძულებთ გადმოვიდნენ ბუდიდან, ისინი აკეთებენ იმ მოძრაობებს, რაც მანამდე არასდროს გაუკეთებიათ და ვერც გააკეთებდნენ ვერასდროს, თუკი მშობლები გააგრძელებდნენ მათზე ძველებურად ზრუნვას.
    ამოფოფხდებიან არწივის ბარტყები და რაკი მათი ბუდე არის კლდეზე, მოუდგომელ ადგილას, ამიტომ ისინი ადვილად ვარდებიან დაბლა, რადგან არ იციან ჯერ ფრთების გამოყენება და მათი დანიშნულება. აი სწორედ ამ დროს, ხის ტოტის დაჭერაზე მრავალჯერ გამოცდილი მამალი არწივი შურდულივით ეშვება ძირს და იჭერს ბარტყს. მამა დააბრუნებს ისევ ბუდეში და ასე მეორდება ბევრჯერ, მანამ პატარა არწივებში არ ჩაირთვება ფრთების გაშლის და დანიშნულებისამებრ გამოყენების ინსტინქტი. 





****
   ის რაც ხდება ფრინველთა, კერძოდ არწივების სამყაროში, საოცარია და ადამიანებისთვის ბევრი რამის მასწავლებელი. დღევანდელ ახალგაზრდებს და არამარტო მათ, უფრო ყველას, ვისაც პარტნიორის შერჩევა და ოჯახის შექმნა აქვს გადაწყვეტილი, დაუფიქრდით და გაითვალისწინეთ არწივთა მაგალითი.

1. მანდილოსანმა სწორად უნდა აარჩიო ვინ გამოგადგება შვილების მამად. 
2. მამაკაცმა უდნა იცოდე, ღირსეული ქალი ბრძოლით მოიპოვება.
3. ქალმაც და მამაკაცმაც ერთად უნდა ააშენოთ ბუდე.
4. თანაბრად უნდა იზრუნოთ ერთმანეთზე.
5.ოჯახს აშენებს და არჩენს ორივე ერთად, არც მარტო დედალი და არც მარტო მამალი არ არის ვალდებული წამოიკიდოს მთელი ოჯახის რჩენა, როგორც ინდივიდუალური მოვალეობა. 
6. სწორად უნდა განსაზღვრო რა ასაკიდან მისცე თავისუფლება შვილებს და გაუშვა შენგან, რათა ისინი დამოუკიდებელ და სრულფასოვან ადამიანებად აღიზარდონ.
7. ცხოვრების გზაზე მამამ უნდა დააყენოს შვილი. ასწავლოს ფრენა! და არასდროს, არცერთი მცდარი ნაბიჯის შემთხვევაში არ დაუშვას შვილის დაღუპვა! იბრძოლოს და აქციოს შვილი დამოუკიდებელ პიროვნებად.


P.S. მართლაც ბრძენია ბუნება! 







Комментариев нет:

Отправить комментарий