უბედური
ცოლების
და
ყოფილი
ცოლების
კლუბისთვის
მომზადებული
მწარე
ვიტამინების სასარგებლო კოქტეილი.
ანუ
რატომ
არის
ყოველთვის
ქმრების უპატივცემულობა ცოლების უბედურების სათავე
"როგორადაც ფიქრობს ცოლი თავის ქმარზე, სწორედ ისეთი მამაკაცი შერჩება მას ბოლოს ხელში." - ძველი ჩინური ანდაზა.
ფიზიკურ დონეზე მამაკაცი ყოველთვის ძლიერია ქალზე, მაგრამ ენერგეტიკულ დონეზე მისი დამარცხება მამაკაცს არ ძალუძს.
მრავალი სოციოლოგი, ოჯახური ურთიერთობების სფეროში ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი ხანგრძლივი დაკვირების შემდეგ მივიდა იმ უცნაურ აზრამდე, რომ ქმრისთვის ცოლი იგივეა, რაც მობილური ტელეფონისთვის დამტენი.
ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ რაც არ უნდა უახლესი მოდელის და სუპერშესაძლებლობების სმარტფონი გქონდეთ, თუ არ გაქვთ ხელთ მისი დამტენი, მაშინ ის რაღაც პერიოდი გამართულად იმუშავებს, მერე ნელ-ნელა დაიცლება და ბოლოს გაითიშება.
ცოლი ქმარს მუხტავს ყოველდღიურად და ყოველწამიერადაც თავისი სითბოთი, სიყვარულით, მოფერებით, ალერსიანი სიტყვებით, მზრუნველობით, მზერით და პოზიტიური აზრებითაც კი.
ხოლო დამუხტული, ენერგეტკულად გაძლიერებული ქმარი უკვე სასწაულებს აკეთებს. მას ყველაფერი შესანიშნავად გამოსდის ცხოვრებაში, ბიზნესში,
ურთიერთობებში, სამსახურში. იგი წარმატებულია, ბედნიერია, პოზიტიურია და ამ პოზიტივს, ბედნიერებას უკვე ათმაგად უბრუნებს თავისივე ცოლს, რომელიც თავის მხრივ ისევ მუხტავს მეუღლეს და ასე გრძელდება მთელი ცხოვრება, რაც ჭეშმარიტად არის ბედნიერი ცოლ-ქმრული ცხოვრების საიდუმლო.
არადა რა ხდება სინამდვილეში უამრავ ცოლ-ქმარს შორის?
ქალი მამაკაცისგან განსხვავებით მგრძნობიარე არსებაა და მასში უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობაა თავმოყრილი, მათ შორის არის ერთი თითქოსდა უმნიშვნელო, მაგრამ მეტად სახიფათო გრძნობა - უკმაყოფილება. ცოლ-ქმრულ ცხოვრებში ეს გრძნობა შეიძლება გაჩნდეს პირველივე წელს, შეიძლება მოგვიანებითაც, მაგრამ ქალის აზროვნებაში როგორც კი გაჩნდება უკმაყოფილების გრძნობა, იგი მაშინვე იწყებს მატებას,
კულტივირებას და თან მრავალი ფორმითაც გამოიხატება. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ქალი გრძნობს უკმაყოფილებას ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გამო და ამას აბრალებს ქმარს, რომ მას არ აცვია ისე თანამედროვედ და მოდურად, როგორც სხვა ქალებს, რომ არ ყავთ "დონე" მანქანა, არ აქვთ ასევე "დონე" სახლი და აგარაკი, ვერ დადიან სხვებივით დასასვენებლად კურორტებზე, რომ მისი ქმარი ბევრ დროს ატარებს ოჯახის გარეთ, სამსახურში, ხოლო ხელფასი არასაკმარისია მაინც, რომ მისი ქმარი გადაყოლილია მეგობრებს და მათთან ხშირად თვრება, რაც ასევე დიდი უკმაყოფილების მიზეზია, რომ
მეუღლე აღარ არის მოსიყვარულე, ყურადღებიანი და კიდევ უამრავი სხვა. ეს უკმაყოფილებები ნელ-ნელა გროვდება, იზრდება, მატულობს და გადადის გაღიზიანებაში, ნეგატიურ და დამამცირებელ დამოკიდებულებაში ქმრის მიმართ. შესაბამისად ცოლის მხრიდან ავტომატურად ქრება სითბო, სიყვარული, მზრუნველობა, ალერსიანი მზერა და იგი უკვე ენერგეტიკულ დონეზე აბსოლიტურად ვეღარ ასრულებს ქმრისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციას. ანუ იქცევა დაზიანებულ დამტენად, რომელიც სუსტად ან საერთოდ აღარ
მუხტავს მობილურ ტელეფონს. ქმარი კი ყოველივე ამის შედეგად ნელ-ნელა ემსგავსება დაცლილ მობილურ ტელეფონს, რომელიც უკვე შეზღუდულად და გარკვეული დროის შემდეგ საერთოდ ვეღარ ასრულებს თავის მოვალეობებს, ვერც ოჯახში, ვერც სამსახურში, ვერც სხვა საქმიანობაში და ურთიერთობებში.
ყოველივე ამით კიდევ უფრო გაღიზიანებული ცოლი უფრო მეტად აგრესიული ხდება და იწყებს დედასთან, დასთან თუ დაქალთან ქმრის გამუდმებულ ლანძღვას, შეურაცხყოფას და დამცირებას, ხოლო ხშირ შემთხვევებში ამ "გულშემატკივართაგან" იღებს მისთვის კიდევ უფრო საზიანო მხარდაჭერას და რჩევებს, რომ მას არ გაუმართლა, უკეთეს ქმარს იმსახურებდა, უჯობესია იგი მიატოვოს, ეს მამაკაცი არ არის მისი ღირსი და ა.შ. ყოველივე ამგვარი მავნე აზრებით "გადაპროგრამებული" და შეიძლება თამამად ითქვას უკვე "დაზომბირებული" ცოლი მეტი და მეტი აგრესიულობით განაგრძობს ქმრის ენერგეტიკულად დაცლას და ემსგავსება "ენერგეტიკულ ვამპირს".
შედეგი კი სავალალოა. ფიზიკურად რა ძლიერიც არ უნდა იყოს ამ დროს ქმარი თუ იგი ენერგეტიკულად დაცლილია, მაშინ ვეღარაფერს გააკეთებს ხარისხიანად, ანუ მას თანდათან ეწყება პრობლემები პირად ცხოვრებაში, სამსახურში, ბიზნესში, სამეგობროში, უჩნდება ვალები, ხდება თავადაც აგრესიული და ყველაფრის მიმართ ნეგატიურად განწყობილი, ეტანება ალკოჰოლს ან ნარკოტიკებს, ზოგიერთები კი ორივეს ერთად, იწყებს აზარტულ თამაშებს, იჩენს საყვარლებს, რითაც ქვეცნობიერად ცდილობს შეივსოს ის "ენერგეტიკული ვაკუუმი", რაც ცოლმა დააკლო, მაგრამ ყველაფერი ამაოდ. პრობლემები მატულობს, ყველაფერი უკუღმა მიდის.
ვერავის გაუგია ამ ყველაფრის მიზეზი, განსაკუთრებით კი თავად ცოლს არ სჯერა, რომ ერთ დროს მასზე სიგიჟემდე შეყვარებული, სიმპატიური, წარმატებული და ენერგიული მამაკაცი, ანუ მისი ქმარი დღეს არის გაღიზიანებული, აგრესიული, დეპრესიული, ხელმოცარული და ამაზრზენი არსება, რომლის დანახვაც კი აღარ უნდა.
და ჩნდება კითხვა: რაში და ვისშია მაშინ საქმე?
ზუსტად ცოლში და კიდევ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ცოლის აზრებში.
ძველი ჩინური ანდაზა ზედმიწევნით ზუსტად გამოხატავს არსებული პრობლემის არსს: "როგორადაც
ფიქრობს
ცოლი
თავის
ქმარზე,
სწორედ
ისეთი
მამაკაცი
შერჩება
მას
ბოლოს
ხელში."
P.S. ძვირფასო ცოლებო გახსოვდეთ თქვენი ბედნიერება სრულად არის თქვენი საყვარელი
მამაკაცების ხელში და თქვენ ვერასდროს ვერ გახდებით ბედნიერნი, თუ უპირველეს
ყოვლისა ბედნიერს არ გახდით თქვენს მეუღლეებს. დამუხტეთ ისინი ყოვედღიურად,
ყოველწამიერად თქვენი მზრუნველობით, ყურადღებით, სითბოთი, სიყვარულით, ალერსიანი
მზერით და ისინი სასწაულებს გააკეთებენ თქვენთვის.
P.S.S. ფიქრითაც კი არ იფიქროთ ცუდი თქვენს ქმარზე, ყოველთვის დაარწმუნეთ საკუთარი თავი იმაში რომ თქვენი ქმარი ყველაზე მოსიყვარულე, ყველაზე ერთგული, ყველაზე გამგები, ყველაზე მებრძოლი, ყველაზე მონდომებული, ყველაზე შრომისმოყვარე, ყველაზე გაწონასწორებული, ყველაზე პოზიტიური, ყველაზე გონიერი და ყველაზე საუკეთესო ადამიანია დედამიწაზე. ეს აზრი ღრმად ჩაიბეჭდეთ საკუთარ თავში, იცხოვრეთ და იმოქმედეთ ამგვარი აზროვნებით და დროთა განმავლობაში თავადვე დარწმუნდებით რომ არ ცდებოდით და ღმერთმა ჭეშმარიტად საუკეთესო ადამიანს შეგახვედრათ.
P.S.S. გაუზიარეთ წინამდებარე პოსტი სხვებსაც, იქნებ ვიღაცისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. მე კი თავს კიდევ უფრო ბედნიერ ადამიანად ჩავთვლი თუ ჩემს მიერ თქვენთვის გადმოცემული ინფორმაცია თუნდაც ერთი ადამიანის ცხოვრებას შეცვლის უკეთესობისკენ.
Комментариев нет:
Отправить комментарий