შთაგონების და რწმენის ძალა, ანუ როგორ იბადება გენიოსი
რეალური ამბავი XIX - XX საუკუნეების უდიდესი მეცნიერის, კორპორაცია "GENERAL ELECTRIC" -ის დამაარსებელის, ელექტრონათურის, ფონოგრაფის, ტელეგრაფის, კინეტოსკოპის და კიდევ უამრავი გამოგონების, 1000 –ზე მეტ მეცნიერულ გამოგონებაზე პატენტის ავტორის ტომას ალვა ედისონის შესახებ.
ერთხელ პატარა ტომას ედისონი სახლში დაბრუნდა სკოლიდან კონვერტით ხელში, რომელიც გამოატანა მას მასწავლებელმა. წერილი პატარა ბიჭმა დედას გადასცა და თან სთხოვა, როცა იგი გახსნიდა კონვერტს, მისთვის გასაგონად წაეკითხა თუ რას სწერდა მასწავლებელი. დედამ ამოიღო კონვერტიდან წერილი, რამდენიმე წამი თვალცრემლიანი იდგა და ბოლოს ამოიკითხა წერილში ჩანაწერი. მასწავლებელი პატარა ტომასის მშობელს სწერდა: "თქვენი ბავშვი ნამდვილი გენიოსია, ჩვენ სკოლას არ აქვს საკმარისი რესურსები და არ ყავს შესაბამისი კვალიფიკაციის მასწავლებლები ბავშვის სათანადო სწავლებისთვის, ამიტომ გთხოვთ მიხედეთ ბავშვს თქვენ თვითონ." დედა ტიროდა, ხოლო პატარა ტომასი სიხარულით ხტოდა.
გავიდა მრავალი წელი. ტომას ედისონი მართლაც გახდა მსოფლიოში ერთ–ერთი უდიდესი მეცნიერი, უამრავი გამოგონების ავტორი. როცა მისი ღრმად მოხუცებული დედა გარდაიცვალა, ტომას ედისონს გადასცეს დედის წერილების და სხვადასხვა დოკუმენტაციის არქივი. საბუთების გაცნობის დროს გამოჩენილი მეცნიერი წააწყდა ერთ კონვერტს, რომელიც ეცნო. მან კონვერტი გახსნა და მასში ბავშვობის დროინდელი სკოლის მასწავლებლის წერილი იპოვა, რომელშიც ეწერა: "თქვენი ბავშვი სამწუხაროდ გონებრივად ჩამორჩენილია, ჩვენ არ შეგვიძლია მას ვასწავლოთ სასკოლო საგნები, ამიტომ ჩვენი რეკომენდაცია არის ასწავლოთ ბავშვს თავად."
ოჯახის წევრებმა პირველად ნახეს ატირებული ტომას ედისონი. მოგვიანებით დიდმა მეცნიერმა თავის მემუარებში დაწერა: "ტომას ედისონი მართლაც იყო გონებრივად ჩამორჩენილი და რთულად სწავლებადი ბავშვი, მაგრამ ჰყავდა არაჩვეულებრივი დედა, რომლის ძალისხმევით, შთაგონებით და რწმენით მსოფლიომ შეიძინა დიდი მეცნიერი, მეწარმე, გამომგონებელი და საზოგადო მოღვაწე."
P.S. ნებისმიერ ადამიანში, როგორც ჯადოსნური "ჯინი" ბოთლში, ჩამწყვდეულია გენიოსი და დღიდან მისი გაჩენისა ელის თავისუფლებას, ხოლო მისი განთავისუფლება მხოლოდ შთაგონებით და ღრმა რწმენით არის შესაძლებელი და იქედან განთავისუფლებული უკვე სასწაულებს სჩადის მეცნიერებაში, მწერლობაში, ხელოვნებაში, სპორტში ...
"ყველა გენიოსი მე ბოთლიდან განთავისუფლებული "ჯინი" მგონია" –– ნოდარ დუმბაძე, კუკარაჩა.
Комментариев нет:
Отправить комментарий