სიკვდილი თუ ცვლილებები ? ...
ბუნებაში გხვდება გასაოცარი მოვლენები, რომლებზეც დაკვირვება და სიღრმისეულად გააზრება ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ისტორია ფრინველთა მეფის, არწივის შესახებ, მართლაც რომ ამაღელვებელია. როდესაც არწივი აღწევს 40 წელს მისი ბრჭყალები საკმაოდ გრძელი და რბილი ხდება და ის ვეღარ ახერხებს ნადირობას და ნადავლის დაჭერას.
არწივის ნისკარტიც გრძელი და ზედმეტად მოღუნული ხდება და მისი მეშვეობით უკვე აღარ შეუძლია ჭამა.
ამასთან ერთად ფრთების ბუმბულიც საკმაოდ ხშირია, თან მყიფე და უხეში, რის გამოც ფრენაც კი უჭირს...
და არწივი დგება არჩევანის წინაშე ... ან სიკვდილი ან აუცილებელი მტკივნეული ცვლილებები..!
ძირეული ცვლილება კი 150 დღე გრძელდება.
დასუსტებული არწივი მიფრინავს თავის ბუდეში რომელიც მთის მწვერვალზეა და იქ კლდეს გამეტებით ურტყამს თავის ნისკარტს, მანამ, სანამ არ მოძვრება ის...
მერე ელოდება ახლის ამოსვლას... რამდენიმე დღე, რამდენიმე კვირა. ამ ახალი ნისკარტით ის იგლეჯს თავის ძველ ბრჭყალებს ... და ასე გრძელდება რამდენიმე დღე, რამდენიმე კვირა. მერე ახალი ბრჭყალებითა და ნისკარტით არწივი იგლეჯს ძველ ფრთებს და ელოდება ახლის ამოსვლას.... ასე გრძელდება რამდენიმე დღე, რამდენიმე კვირა.
ამ ხუთთვიანი უმტკივნეულესი პროცესის შემდეგ არწივი თავიდან იბადება და კიდევ 30 - 40 წელი ცხოვრობს...
P.S. ხშირ შემთხვევაში, რომ გადავრჩეთ და განვითარდეთ აუცილებელია შევიცვალოთ, ეს პროცესი კი საშინლად მტკივნეულია, ბევრი დაძაბულობა, ბევრი სტრესი, ბევრი ტკივილი მოაქვს, ბევრი ეჭვები, ბევრი ცრემლები... ჩვენ ვთავისუფლდებით წარსულისგან... მხოლოდ წარსულის ტვირთისგან განთავისუფლებით ჩვენ გვექმნება საშუალება აწყმოთი დავტკბეთ და მოვემზადოთ მომავლისათვის ...
Комментариев нет:
Отправить комментарий