რა არის ცხოვრება
და როგორ უნდა ნაწილდებოდეს ჩვენი რესურსები
სტუდენტურ აუდიტორიასთან
გამოსვლის დროს "კოკა–კოლა"–ს “SEO”
მენეჯერმა ბრაიან დეისონმა
ახალგაზრდებს საინტერესო და დამაფიქრებელი ისტორია მოუთხრო.
„წარმოიდგინეთ,
რომ თქვენი ცხოვრება ეს არის 5 ბროლის ბურთი,
რომლებითაც თქვენ თამაშობთ. ეს ბურთებია: სამსახური, ოჯახი, მეგობრები, ჯანმრთელობა და
თქვენი სული.
წესი არის ერთადერთი:
თამაშის დროს ყველა ბურთი უნდა იყოს ჰაერში და არც ერთი არ უნდა დაგივარდეთ.
ადამიანი თუ მეტ
ყურადღებას დაუთმობს მაგალითად სამსახურს,
მაშინ იგი ყურადღებას მოაკლებს ოჯახს, ან მეგობრებს, ან ჯანმრთელობას ან ვერ იზრუნებს
თავის სულიერ ზრდაზე. ასე, რომ თუ თქვენ რომელიმე ბურთს მეტ ყურადღებას უთმობთ, მაშინ თქვენი ყურადღება მოაკლდება სხვას, დაგივარდებათ ეს ბროლის ბურთი და დაიმსხვრევა,
რაც თქვენს ცხოვრებაში მარცხია.
– მაშ როგორ მოვიქცეთ? – დაისვა შეკითხვა.
– ჩვენი დრო, ენერგია და რესურსები მაქსიმალურად პროპორციულად უნდა გადავანაწილოთ ყველა მიმართულებით. გახსოვდეთ რასაც მეტს მოახმართ ერთს იგი აუცილებლად დააკლდება სხვას."
– მაშ როგორ მოვიქცეთ? – დაისვა შეკითხვა.
– ჩვენი დრო, ენერგია და რესურსები მაქსიმალურად პროპორციულად უნდა გადავანაწილოთ ყველა მიმართულებით. გახსოვდეთ რასაც მეტს მოახმართ ერთს იგი აუცილებლად დააკლდება სხვას."
* ასე, რომ თუ გინდათ
იცხოვროთ სავსე, შინაარსიანი და ნაყოფიერი
ცხოვრებით, მაშინ იმუშავეთ ეფექტურად სამსახურში და მხოლოდ
სამუშაო საათებში.
* მიდით სახლში
დროულად და ნუ მოაკლებთ დროს თქვენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებთან – ოჯახის წევრებთან
ურთიერთობას.
* არ დაგავიწყდეთ
მეგობრები, რამეთუ თქვენი პოზიტიური სამეგობრო წრე არის თქვენი ცხოვრებისეული პრობლემების
გუნდურად გადაწყვეტის, პიროვნული ზრდის და ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბების საუკეთესო
გარემო.
* აუცილებლად დაუთმეთ
დრო საკუთარ ჯანმრთელობას, იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ივარჯიშეთ სისტემატიურად.
გახსოვდეთ ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ ყველაფერიც არაფერია ჯანმრთელობის
გარეშე.
* თქვენი სულიერი,
პიროვნული და ინტელექტუალური ზრდის გარეშე წარმოუდგენელია თქვენი სრულყოფილი ცხოვრება.
დრო და ენერგია არასდროს დაზოგოთ საკუთარი თავის სრულყოფისთვის.
არჩევანი, სურვილი და მონდომება თქვენზეა – საკუთარ ცხოვრებას ქმნით თქვენ.
P.S. ყოველთვის გახსოვდეთ
5 ბროლის ბურთი.
Комментариев нет:
Отправить комментарий