понедельник, 16 августа 2021 г.


ველოსიპედი – სახელმწიფოს, მისი ეკონომიკის და ცივილიზებული მსოფლიოს მტერი ? ...
(დაფარული საფრთხეები)


        თუ გიფიქრიათ რა დიდი ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ერთი სულიად უწყინარი და უსაფრთხო ნივთი, სატრანსპორტო საშუალება - ველოსიპედი?  დიახ ველოსიპედი ...  სწორად გაიგეთ. და ვისთვის შეიძლება ის იყოს სახიფათო და დამაზიანებელი? ველოსიპედი მართლაც სახიფათოა სხვა ადამიანებისთვის, ჩვენი ცივილიზებული საზოგადოებისთვის, სახელმწიფოს განვითარებისთვის და ზოგადად მსოფლიოსთვის.  დიახაც, ესეც სწორად გაიგეთ, მთელი მსოფლიოსთვისაც კი...
        მაშ ასე,  ავხსნათ და ფაქტებით გავამყაროთ ეს დაუჯერებელი მტკიცებულება.
    თუ თქვენ, როგორც რიგით მოქალაქეს გყავთ ველოსიპედი და მას სისტემატიურად იყენებთ, მაშინ აღარ შეიძენთ ავტომობილს. შესაბამისად არ აიღებთ კრედიტს და არ გაამდიდრებთ ბანკებს. ასევე არ შეიძენთ/მოიხმართ საწვავს და არ გაამდიდრებთ ნავთობ–მაგნატებს. თქვენ აღარ იყიდით ავტომობილის ნაწილებსაც.  თუ არ გეყოლებათ მანქანა, ლოგიკურია,  არც ავარია მოგივათ და აღარ დაგჭირდებათ მისი შეკეთება, არც გაცვეთილი ნაწილების შეცვლა/რემონტი. ამიტომაც ფულს ვეღარ იშოვიან ავტოსერვისები. 
    რადგანაც თქვენ ველოსიპედით იმოძრავებთ, მაშინ თავისთავად აღარ ისარგებლებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით: ტაქსით, მიკროავტობუსით, ავტობუსით, მეტროთი ... ამიტომაც უამრავ ადამიანს დატოვებთ უმუშევარს...
     თუ არ გეყოლებათ მანქანა და გეყოლებათ ველოსიპედი, თქვენ აღარ დააბიძურებთ გარემოს და შესაბამისად არ დაავადებთ სხვას. ასევე თქვენ იცხოვრებთ ჯანსაღი ცხოვრებით და იქნებით ჯანმრთელი. ამიტომაც აღარ იავადმყოფებთ და აღარ დაგჭირდებათ წამლები და საავადმყოფოების მომსახურება. შესაბამისად დააზიანებთ ფარმაცევტულ და სამედიცინო ბიზნესს. 
      და ბოლოს, თუ თქვენ მოგბაძავთ კიდევ სხვა ადამიანებიც, ამასთან ბევრი ადამიანი ... ოოო, მაშინ  ეს უკვე საფრთხეა ცალკეული კომპანიებისთვის,  სახელმწიფოსთვის და მეტიც მსოფლიოს განვითარებისთვის. 
       ალბათ დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტებს და ლოგიკას ვერსად გავექცევით. 
       არჩევანი თქვენზეა!  :)))

Комментариев нет:

Отправить комментарий