რა არის წარმატება და როგორ მიიღწევა იგი?
რამდენი რამ თქმულა, რამდენი რამ დაწერილა ან კიდევ რამდენი ფილმი გადაღებულა წარმატებაზე და მაინც ყველასთვის იგი რჩება საიდუმლოებებით მოცულ საგანძურად, რომლისკენაც მუდამ მიილტვის ადამიანი.
წარმატებას ბევრი შემთხვევითობას მიაწერს, ბევრიც ზეციურ ძალებს, ხოლო ნაწილი კიდევ მასში ხედავს რეალური კანონზომიერებების ერთობლიობას.
რამდენი რამ თქმულა, რამდენი რამ დაწერილა ან კიდევ რამდენი ფილმი გადაღებულა წარმატებაზე და მაინც ყველასთვის იგი რჩება საიდუმლოებებით მოცულ საგანძურად, რომლისკენაც მუდამ მიილტვის ადამიანი.
წარმატებას ბევრი შემთხვევითობას მიაწერს, ბევრიც ზეციურ ძალებს, ხოლო ნაწილი კიდევ მასში ხედავს რეალური კანონზომიერებების ერთობლიობას.
წარმატება, ისევე, როგორც წარუმატებლობა სამყაროში არსებულ კანონზომიერებებს ექვემდებარება. ჩვენ თუ გვინდა ვიყოთ წარმატებულები, უპირველეს ყოვლისა უნდა ვიცოდეთ თუ რას ვგულისხმობთ ამ სიტყვაში.
მაშ როგორ მიიღწევა წარმატება? რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა ვაკეთოთ ჩვენ ამისთვის?
წარმატებულ ადამიანებზე ხანგრძლივმა დაკვირვებამ და მათი ცხოვრების ანალიზმა გვიჩვენა, რომ წარმატების მიღწევაში აუცილებელია 3 უპირობო ფაქტორის გათვალისწინება.
1. აუცილებლად უნდა იპოვო საქმე, რომელიც გიყვარს. ნებისმიერ საქმეში წარმატების მისაღწევად დიდი დროის და დიდი ენერგიის დახარჯვაა საჭირო და თუ ეს საქმე არ გიყვარს შენ ამას ვერ შეძლებ. მხოლოდ საქმის სიყვარული გვაძლევს უზარმაზარ მუხტს, გამძლეობას და შინაგან ძალას, რაც ასე საჭიროა წარმატებისთვის.
2. აუცილებლად უნდა გააკეთო არჩევანი იმ საქმეზე, რომელიც კარგად გამოგდის. მაგალითად, თქვენ გიყვართ სიმღერა, მაგრამ არ გაქვთ კარგი სმენა, ასევე გიყვართ კომპიუტერთან მუშაობა და კარგად ითვისებთ სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებს, მაშინ აუცილებლად არჩევანი უნდა გააკეთოთ ამ უკანასკნელის სასარგებლოდ.
3. აუცილებლად უნდა მოძებნო საქმე, რომელშიც კარგად გიხდიან ფულს. ფინანსური ასპექტი წარმატების მიღწევაში მეტად მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას გადამწყვეტია. ვერანაირი წარმატება ვერ მიიღწევა თუ იგი გამყარებული არ არის მზარდი ფინანსური ნაკადებით.
ყოველივე ზემოთ თქმული 3 ფაქტორის გათვალისწინებით ჩვენ მივიღეთ სამკუთხედი სახელწოდებით–წარმატება. დაიმახსოვრეთ და გაითვალისწინეთ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მოცემული ფაქტორები და წარმატება გარანტირებული იქნება.
და კიდევ ერთი, წარმატება უცებ და დაუმსახურებლად არ მოდის. მას დიდი რწმენა, მონდომება და დაუღალავი შრომა ჭირდება. ეს ყველამ კარგად უნდა იცოდეს. ჩვენ წარმატება შეიძლება შევადაროთ ახლად დარგულ პატარა ხეს, რომელსაც როგორც მოუვლით ისეთ ნაყოფს მოგვცემს. ყველაფერი თქვენს ხელშია. თუ თქვენ გჯერათ, რომ მიაღწევთ წარმატებას, თუ თქვენ არ გაკლიათ მონდომება და მზად ხართ მოქმედებისთვის, მაშინ დაიწყეთ და არ დაგავიწყდეთ წარმატების ფორმულა :)
და ბოლოს, დაგემშვიდობებით მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი და ალბათ ფინანსურად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანის – კარლოს სლიმის სიტყვებით:
წარმატებების მწვერვალების დაპყრობას გისურვებთ! :)






Комментариев нет:
Отправить комментарий