четверг, 11 июля 2013 г.






''არასოდეს თქვა: "მე ცუდად ვცხოვრობ!" ღმერთი გაიგებს შენს სიტყვებს და იტყვის: "შენ არ იცი რა არის ცუდი ცხოვრება!" და გიჩვენებს ათჯერ უფრო ცუდ ცხოვრებას. რაც არ უნდა მოხდეს ყოველთვის თქვი: "მე კარგად ვცხოვრობ!" და ღმერთი იტყვის: "შენ არ იცი რა არის კარგი ცხოვრება!"







      ადამიანები სულ უფრო და უფრო მიეჩვივნენ წუწუნს, მუდმივად უკმაყოფილების პოზაში ყოფნას და ეს მათი ცხოვრების წესი გახდა. ჩვენ არ გვაკმაყოფილებს ჩვენი სახლის ინტერიერი, ჩვენი გარეგნობა, ვარცხნილობა, ჩაცმის სტილი, ჩვენი შემოსავლები...


       გამოჩენილი მოაზროვნე და საზოგადო მოღვაწე მაჰათმა განდი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში "განდი" ამბობს: "ერთხელ ბომბეიდან დელისაკენ მიმავალ გზაზე აღმოვაჩინე, რომ ბევრი სიარულის შემდეგ ჩემი ფეხსაცმელები სულ მთლად დაცვდა და დაიხა. ამან ძალზე შემაწუხა და გული დარდით ამივსო, ვიდრე არ ვნახე ადამიანი, რომელსაც ფეხები საერთოდ არ ქონდა."
     ასეა ჩვენს ცხოვრებაშიც. მუდამ უკმაყოფილებას და წუწუნს შეჩვეულებს, გვავიწყდება, რომ დედამიწაზე მცხოვრები 7 მლრდ. ადამიანიდან 1,5 მლრდ. არის ამა თუ იმ ფორმით ინვალიდი, 2 მლრდ. ადამიანს აქვს სხვადასხვა მძიმე, მათ შორის განუკურნებელი დაავადებები, 3,5  მლრდ. ცხოვრობს მუდმივი საცხოვრებლის გარეშე და ყოველდღიურად შიმშილით სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას, ხოლო 4,5 მლრდ. ადამიანს არ აქვს მაცივარი, ტელევიზორი, ინტერნეტი, მობილური.







                  და მაშინ რა გვაქვს ჩვენ საწუწუნო?

     მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მუდმივი წუწუნი და უკმაყოფილება ადამიანის არასწორი აღზრდის შედეგია.
      წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელსაც უნდა რაღაც სათამაშო, ან ნაყინი, ან ტკბილეული. იგი თხოვს ამის შესახებ მშობელს, ეს უკანასკნელი კი ეუბნება უარს. ბავშვი იწყებს ტირილს. არ ჩერდება. მშობელი ბოლოს მიდის იმ მდგომარეობამდე, რომ ან სცემს ბავშვს ან ყიდულობს მისთვის ასე სანატრელ ნივთს. ნაცნობი სცენაა დამეთანხმებით. მსგავსი ფაქტები  ხშირად მეორდება და ბავშვის მეხსიერებაში ნელ–ნელა ჩნდება მყარი სტერეოტიპი, დოგმა იმისა, რომ სასურველი მიიღწევა მხოლოდ ტირილით და წუწუნით.

                ჩვენ ხომ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ

ამიტომაც ჩვენს ცხოვრებაში ასე მყარად გამჯდარი სტერეოტიპი თავს იჩენს უკვე დიდ ასაკში და ბავშვობაში თუ მშობლებს ვეწუწუნებოდით, ახლა უკვე ზრდადასრულებულები იგივეს ვაკეთებთ ჩვენივე მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, სამსახურში კოლეგებთან ...
     შედეგი კი სავალალოა. წუწუნი და უკმაყოფილება ნელ–ნელა გადადის გაღიზიანებაში, შემდეგ უიმედობაში, შემდეგ ღრმა დეპრესიაში და ბოლოს ყველაფერ ამას მძიმე ფსიქოლოგიურ პრობლემებამდე მივყავართ.
     ასეთი საგანგაშო შედეგების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ბავშვის აღზრდაში მიდგომები შევცვალოთ. მაგალითად, თუ  ბავშვი დაჟინებით გვთხოვს რაიმეს ყიდვას, ჩვენ მას უნდა მივცეთ რაიმე დავალება, მაგ: ეზოში თამაშის დროს არ დაისვაროს ტანსაცმელი ან დროულად ჭამოს ან დალიოს წამალი ან ძილის წინ გაიხეხოს კბილები და დროულად დაიძინოს და  ა.შ. ხოლო ბავშვი როცა შეასრულებს ამ დავალებას მხოლოდ ამის შემდეგ შევასრულოთ მისი სურვილი. ამით 2 კურდღელს დავიჭერთ: 1– ბავშვის ცნობიერებაში მყარად ჩამოყალიბდება აზრი, რომ სასურველი ტირილით და წუწუნით კი არ მიიღწევა, არამედ რაღაცის კეთებით, მონდომებით და შრომით და 2 – ჩვენ შევძლებთ ბავშვს უფრო ადვილად გავაკეთებინოთ ის რისი გაკეთებაც ადრე არ უნდოდა ჩვენი მონდომების მიუხედავად.
    ხოლო რაც შეგვეხება ჩვენ, უფროსებს, აღზრდა, მათ შორის საკუთარი თავის არასდროს არ   არის გვიან. მაგალითისთვის აიღეთ ყულაბა და საკუთარი თავი დაავალდებულეთ იმაში, რომ რამდენჯერაც დაიწუწუნებთ და უკმაყოფილებას გამოთქვამთ, იმდენჯერ ჩააგდებთ ყულაბაში განსაზღვრულ თანხას (1,2,5,10... ლარი). ეს დაგეხმარებათ აკონტროლოთ საკუთარი უარყოფითი ჩვევები და ასევე მცირე დანაზოგსაც შექმნის.




       ცხოვრება მშვენიერია, უამრავი შესაძლებლობებით აღსავსე. შეწყვიტეთ წუწუნი და მითქმა–მოთქმა, იყავით პოზიტიური, აქტიური, გახსნილი, კომუნიკაბელური და თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი უკეთესობისაკეთ შეიცვლება.





Комментариев нет:

Отправить комментарий